среда, 3 августа 2011 г.

პროექტი

გამრავლების მოქმედებების შესრულება შეკრებისა და გამოკლების საშუალებით
მოსწავლეებში მოტივაციის ასამაღლებლად, რომ მეტი ხალისით და მონდომებით აითვისონ რიცხვების გამრავლების წესები და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ამ პროცესში. ერთფეროვნება მოტივაციის დონის დაცემაზე მუშაობს, ხშირად ღლით მათ მრავალნიშნა რიცხვების გამრავლება, მომაბეზრებელია განსაკუთრებიტ მათთვის ვისაც გამრავლების ტაბულა ეშლება ჯერ კიდევ, ამიტომ მთლიანად საგნისადმი ინტერესის მეტად გასაღვივებლად ვისახავ მიზნად
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და ბეჭდურ მასალაზე დამოუკიდებელი მუშაობით სწავლის გამარტივებას, მრავალფეროვანი სახალისო სწავლის პროცესის შეთავაზებას კონკრეტულად გამრავლების მოქმედების შესრულების განსხვავებული გზები, რაც უზრუნველყოფს მოტივაციის ამაღლებას.
მიზნის განსახორციელებლად დავსახე შემდეგი ამოცანები:
1) სამ ჯგუფად გაყოფილი კლასისათვის მიმეცა სხვადასხვა თემა დასამუშავებლად კონკრეტულად ა) ხაზიანი გამრავლება, ბ) ასთან მიახლოებული რიცხვების გამრავლება და გ) რიცხვის კვადრატის პოვნა წინა რიცხვის კვადრატის საშუალებით.
2) დამუშავებული საკითხებით კედლის გაზეთის მომზადება.
3) საპრეზენტაციო პროგრამაში სლაიდების აწყობა.
4) პრეზენტაციის გამართვა სლაიდების საშუალებით.
დასახული ამოცანების განხორციელებისათვის კლასსვყოფ ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს რომელშიც 6–6მოსწავლეა ვთავაზობ სხვადასხვა თემებს. თემების დასამუშავებლად წინასწარ მაქვს მოძიებული ლიტერატურა და youtube – ში ვიდეო.
პირველი ჯგუფი იმუშავებს ვიდეოზე სადაც წარმოდგენილი იქნება ხაზიანი გამრავლება. მეორე ჯგუფ – ბეჭდური ლიტერატურის გამოყენებით დაამუშავებს ასთან მიახლოებული რიცხვების გამრავლების ხერხს. მესამე ჯგუფი კი – კვლავ ბეჭდური ლიტერატურის გამოყენებით დაამუშავებს რიცხვის კვადრატის გამოთვლას წინა რიცხვის კვადრატის საშუალებით.
მეორე ამოცანის განხორციელებისათვის ჯგუფების მიერ დამუშავებული და უკვე მოკლედ ჩამოყალიბებულ თემებს ელისაბედ ბურძენიძე გადაიტანს ფორმატზე თან ვიზუალურად გააფორმებს.
მესამე ამოცანაზე აქტიურად ვთანამშრომლობთ მე ჯგუფის ხელმძღვანელი და მთელი კლასი, ვითვალისწინებ თითოეული მოსწავლის აზრს და ერთობლივი შეთანხმებით ვადგენთ სლაიდების სერიას.
მეოთხე ამოცანის მსვლელობას დამოუკიდებლად მოსწავლეები წარმართავენ, თითოეული ჯგუფიდან თავად ირჩევენ პრეზენტატორს და ახდენენ თავიანთი დამუშავებული თემების პრეზენტაციას საპრეზენტაციო პროგრამაში უკვე აწყობილი სლაიდების თანხლებით.
პირველი ამოცანის დასამუშავებლად მოსწავლეებს ეძლევათ 3–3 დღე,
მეორე ამოცანისათვის – 2 დღე,
მესამე ამოცანისათვის – 2 დღე და ბოლოს პრეზენტაციისათვის ერთი დღე.
სულ პროექტის მომზადებისათვის და წარმოდგენისათვის 8 სამუშაო დღეა გათვალისწინებული.
პროექტის სრულყოფილად დასამუშავებლად მოსწავლეებს დასჭირდებათ შემდეგი რესურსები: კომპიუტერული ტექნიკა ინტერნეტით და საპრეზენტაციო პროგრამით, ბეჭდური მასალა დ.მ. მარგოიზი „იგივური გარდაქმნების გამოყენება’’, ფორმატი, მარკერები, ფურცლები.
თემების განაწილებიდან დიდი ინტერესი იქნა გამოჩენილი თითოეული დასახული ამოცანის მიმართ, ისინი აქტიურად თანამშრომლობდნენ ჩემთან, ორი დღის შემდეგ სამივე ჯგუფმა წარმოადგინა სამუშაოს შედეგი და საბოლოო სახით ვადებში გაუზიარეს სხვა ჯგუფების წევრებსაც, აგრეთვე დროულად მოამზადეს კედლის გაზეთიც, უშუალოდ ჩემი მეთვალყურეობისა და სისტემატიური კონსულტაციების შედეგად იმუშავეს საპრეზენტაციო პროგრამაში სლაიდების სერიაზე, ბოლოს პრეზენტაცია გაიმართა ნთელი სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის, რამაც გამოიწვია ძალიან დიდი დაინტერესება არა მარტო პროექტზე მომუშავე მოსწავლეებში არამედ სხვა უფროს კლასელებშიც.

მუშაობისას მოსწავლეებს გაუღრმავდათ დამოუკიდებელი მუშაობის უნარ–ჩვევა როგორც დამხმარე ლიტერატურაზე ასევე კომპუტერულ ვიდეოზე. თემის სისტემაში მოყვანის, საპრეზენტაციო პროგრამაში მუშაობის და სლაიდების საშუალებით პრეზენტაციის წარმართვის უნარი.

суббота, 15 мая 2010 г.

პროექტი

პროექტი

მთავარი თემა: მათემატიკური მოგზაურობა ჰარმონიის სამყაროში.

პროექტში მონაწილეობენ მეათე კლასელი მოსწავლეები.

პროექტის მნიშვნელობა და აქტუალობა: მოსწავლეები ეცნობიან ოქროს კვეთას და მის კავშირს არქიტექტურასთან, ხელოვნებასთან, კავშირი ფიბონაჩის რიცხვებთან, იფართოებენ თვალსაწიერს, ეცნობიან მათემატიკური გამოყენების ნიმუშებს, გარემომცველი სამყაროს სილამაზისა და ჰარმონიის ზოგიერთ კანონს, ნაშრომის შესრულებას და პრეზენტაციას, მათემატიკის სხვადასხვა ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირებას, მათემატიკურ კანონზომიერებათა ამოცნობას ხელოვნების ნიმუშებში.


პროექტის მიზანია:

– მოსწავლემ დაამყაროს უშუალო კავშირი გარე სამყაროს ფაქტებთან და მოვლენებთან,

– დაგეგმოს საკუთარი ქმედებები და დრო,

–აკონტროლოს საკუთარი სწავლა,

–დაამყაროს კონტაქტი სხვადასხვა ადამიანთან,

–მიიღოს საკუთარი კვლევის შედეგების სხვისთვის გაცნობის პრაქტიკა, გამოცდილება.


შედეგად მუშაობის დროს განუვათარდებათ შემდეგი უნარები:

დამატებითი ლიტერატურის მოძიების და ლიტერატურაზე მუშაობის, სტატისტიკური მონაცემების შეგროვების, სხვადასხვა გზით წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის, ტექნოლოგიების გამოყენების უნარები.


პროექტის მოსამზადებლად საჭირო რესურსები:

1. გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია, ქურჩიშვილი მათემატიკა X კლ.

2. ა. ბენდუქიძე, მათენატიკა, სერიოზული და სახალისო, თბილისი 1986 წ.

3. ა. ბენდუქიძე, მათემატიკური ნარკვევები, თბილისი 1995 წ.

4. ჰ. მელაძე, ნ. სხირტლაძე, გამოყენებითი მათემატიკის საწყისები, თბილისი 2000 წ.

5. ჟურნალი "კვანტის" შემდეგი ნომრები: 1986 წ. N 6, 1995 წ. N5, 1990 წ. N2, 1982 წ. N1.

6. ინტერნეტით შემდეგ მისამართზე: http://google.com და მოიძიონ golden section .


პროექტის მსვლელობა;

მოსწავლეებს ეძლევათ 10 დღე იმისათვის, რომ მოიძიონ ინფორმაცია და მოახდინონ შემდეგ მათი შეჯერება და ანალიზი.

თითოეული მოსწავლე მითითებული ლიტერატურისა და საძიებო პროგრამაში ინტერნეტით აგროვებს მონაცემებს 1 კვირის განმავლობაში.

შემდეგ მათ აქვთ 2 დღე იმისათვის, რომ მოახდინონ ერთმანეთში ამ მოპოვებული ინფორმაციების გაზიარება რის შემდეგაც ჯგუფი ამზადებს პრეზენტაციას.